New York Times: თურქეთისა და საქართველოს შეხვედრამ ევრო 2024 ახალ დონეზე აიყვანა
დორტმუნდში, “ვესტფალენშტადიონზე”, საქართველოს ნაკრებმა ისტორიული მატჩი ჩაატარა. ბევრი ბრძოლის, სახიფათო მომენტებისა და საოცარი ატმოსფეროს მიუხედავად, ჩვენი პირველი ნაბიჯები დიდ ტურნირზე მარცხით დაიწყო.
მაგრამ მაინც, საქართველომ ნეიტრალურ გულშემატკივარზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ყველას ისეთი სანახაობრივი მატჩი შესთავაზა, როგორსაც დებიუტანტისგან არ ელოდნენ.
ცნობილი გამოცემა, New York Times ჩვენს პირველ შეხვედრას გამოეხმაურა და კარგადაც შეაფასა:
“ევრო 2024 საოცარი ატმოსფეროთი, ხარისხითა და გულშემატკივრების დიდი რაოდენობით გამოირჩევა, მაგრამ თურქეთისა და საქართველოს შეხვედრამ ეს ყველაფერი ახალ დონეზე აიყვანა.
საქართველოს მხარდასაჭერად გერმანიაში უამრავი გულშემატკივარი ჩავიდა და საკუთარ ქვეყანას დიდ ტურნირზე პირველად უგულშემატკივრა. ძნელი იყო იმის დადგენა, თუ რამდენი ფანი ჰყავდათ მათ, რადგან ორივე ნაკრების გულშემატკივარს წითელი და თეთრი ფერი ეცვა. მაგრამ, ფაქტია, მათ საოცარი ატმოსფერო შექმნეს.
გიორგი მიქაუტაძემ თითქოს მოიპარა ხვიჩა კვარაცხელიას როლი და საკუთარ გუნდს ულიდერა – გიორგი მინდორზე ქარიშხალივით იყო და სწორედ მან გაიტანა საქართველოსთვის პირველი გოლი დიდ ტურნირზე.”
მოკლედ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ევროპირველობა მძიმედ დაიწყო, თუმცა დაგვანახა, რომ ბოლომდე ბრძოლისა და მცირე გამართლების ხარჯზე წარმატებაც ახლოსაა. წინ ჩეხეთთან და პორტუგალიასთან მატჩი გველოდება – ამისთვის უნდა მოვემზადოთ.