ფრანგი სპორტული ჟურნალისტი, ჟულიან ლორანსი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სადებიუტო მატჩს ეხმაურება.
„თურქეთი-საქართველო ჯერჯერობით საუკეთესო თამაშია ევროზე!“ – აღნიშნა ESPN-ის ჟურნალისტმა.
საქართველო-თურქეთის თამაში 1:3 დასრულდა. მატჩში გოლი გიორგი მიქაუტაძემ 31-ე წუთზე გაიტანა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თავის სადებიუტო შეხვედრას მართავდა. თამაში დორტმუნდში მიმდინარეობდა.