left_sabechdi

ხვიჩა კვარაცხელია: იმედგაცრუებულები ვართ, რადგან მეტს ვიმსახურებდით

ხვიჩა კვარაცხელიამ თურქეთთან მატჩში შეუცვლელად ითამაშა. ხვიჩამ კარისკენ მხოლოდ ერთხელ დაარტყა (არაზუსტად). მის ანგარიშზე 3 წარმატებული დრიბლინგი და ამდენივე მნიშვნელოვანი პასია.

„იმედგაცრუებულები ვართ, რადგან მეტს ვიმსახურებდით. მომენტებს ვქმნიდით და მეტი გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ ასეთია ფეხბურთი. უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე, სანამ შანსებს ვინარჩუნებთ. დღეს კი ნამდვილად მეტის ღირსები ვიყავით – კარგად ვითამაშეთ, დაცვაში ერთიანები ვიყავით და ბოლომდე დავიხარჯეთ. ახლა მხოლოდ ეროვნულ გუნდზე ვარ 100%-ით კონცენტრირებული, მხოლოდ საქართველოზე ვფიქრობ. ახლა საკლუბო კარიერაზე უბრალოდ არ ვფიქრობ. მინდა მთლიანად დავიხარჯო გუნდისთვის. არ მაინტერესებს, ვინ რა თქვა საკლუბო თემაზე”.

საქართველოს ნაკრები 22 ივნისს მომდევნო მატჩს ჩეხეთის ნაკრებთან გამართავს, რომელმაც პირველ ტურში პორტუგალიასთან ბოლო წამებზე გაუშვა და 1:2 წააგო.

 

ასევე იხილეთ