left_sabechdi

ლაშა დვალი: მოვახერხეთ მომენტების შექმნა, თუმცა, რეალიზება ვერ შევძელით და გოლები ვერ გავიტანეთ, რამაც იქონია ბოლოს გავლენა შედეგზე

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრაში თურქეთთან 1:3 დამარცხდა. ქართველმა ფეხბურთელებმა ბევრი იბრძოლეს, არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს და მაყურებელზე კარგი შთაბეჭდილებაც დატოვეს.

 მატჩის შემდეგ ეროვნული გუნდის მცველმა, ლაშა დვალმა ჟურნალისტებთან განვლილი შეხვედრა შეაფასა.

 „პირველ რიგში, მადლობა. მართლა იგრძნობოდა გულშემატკივრობა, მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტი თურქი იყო, ქართველების ხმა და ენერგია იგრძნობოდა და დამუხტულები ვიყავით. თამაშზე რაც შეიძლება ვთქვა არის ის, რომ პირველი 20 წუთი ცოტათი გაგვიჭირდა, შემდეგ მოვახერხეთ მომენტების შექმნა, თუმცა, რეალიზება ვერ შევძელით და გოლები ვერ გავიტანეთ, რამაც იქონია ბოლოს გავლენა შედეგზე. ყველა გუნდი განსხვავებულია, რა თქმა უნდა, გვექნება იმის დრო, რომ განვიხილოთ და გავაანალიზოთ ჩეხეთის გუნდი. მოვემზადებით ნამდვილად კარგად, რომ გამარჯვება მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას. ველოდებით მოუთმენლად შემდეგ თამაშს, რომ 3 ქულა მოვიპოვოთ”.

ასევე იხილეთ