left_sabechdi

ჰაკან ჩალჰანოღლუ: გვინდოდა, რომ მეტოქე 30 წუთის განმავლობაში ზეწოლის ქვეშ გვყოლოდა და რთულ სიტუაციაში ჩაგვეყენებინა. ეს გამოგვივიდა

ინტერის ნახევარმცველის, ჰაკან ჩალჰანოღლუს თქმით, მან და მისმა თანაგუნდელებმა მოედანზე ზუსტად ის გააკეთეს, რაც ჰქონდათ ჩაფიქრებული.

„ჩვენ, ფაქტობრივად, მოედანზე გამოგვივიდა ის, რაც ჩაფიქრებული გვქონდა. გვინდოდა, რომ მეტოქე 30 წუთის განმავლობაში ზეწოლის ქვეშ გვყოლოდა და რთულ სიტუაციაში ჩაგვეყენებინა. ეს გამოგვივიდა. მეორე გოლის დროს თამაშგარე რომ არ ყოფილიყო, შეხვედრა უფრო მარტივად წარიმართებოდა. 1-1-ის შემდეგ ცოტათი უკან დავიხიეთ და ეს კარგი არ იყო. რაც უფრო მეტს დავრბოდით, უფრო ვიღლებოდით, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო, რომ მეორე ტაიმში ყურადღება არ მოგვედუნებინა. ყოველთვის თამაშში ვიყავით ჩართულები.

მერთის და არდას გამო ძალიან გახარებული ვარ. მნიშვნელოვანი გოლები გაიტანეს. მთავარია არა გოლის ავტორი, არამედ გუნდი. დღეს ყველამ ძალიან კარგად იბრძოლა. დარწმუნებული ვარ, დაინახავდით, გუნდი ბევრს ცდილობდა და მუშაობდა. ყველაფერი კარგად დასრულდა. შეცდომები იყო, მაგრამ ამას გავაანალიზებთ და შემდეგ შეხვედრაში უკეთესები დავბრუნდებით. ყველა კლუბის მიმართ დიდი პატივისცემა მაქვს”, – აღნიშნა ჰაკანმა.

ასევე იხილეთ