left_sabechdi

ვლადიმერ პუტინი: რუსეთი აშშ-ის მიერ დამყარებულ იმპერიალისტურ პოლიტიკას ებრძვის

რუსეთი აშშ-ის მიერ დამყარებულ იმპერიალისტურ პოლიტიკას ებრძვის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფხენიანში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„ვგულისხმობ ჩვენს ბრძოლას ათწლეულების განმავლობაში დამყარებული ჰეგემონური, იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა დაამყარეს რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით“, – აცხადებს პუტინი.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა კიმ ჩენ ინს რუსეთის პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს თანმიმდევრულ და ურყევ მხარდაჭერას რუსეთის პოლიტიკისადმი, მათ შორის უკრაინის მიმართულებით“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

ასევე იხილეთ