left_sabechdi

ირაკლი კობახიძე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ღირსეული თამაშისა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლისთვის მადლობას უხდის

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ღირსეული თამაშისა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლისთვის მადლობას უხდის.

მთავრობის მეთაური საქართველოს ნაკრების სადებიუტო მატჩს ევროპის ჩემპიონატზე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად დაესწრო.

„მადლობა ბიჭებს ღირსეული თამაშისთვის! მადლობა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლისთვის! დღეს პირველ ქულამდე მხოლოდ იღბალი დაგვაკლდა! ყველაფერი წინაა!“  – აღნიშნავს პრემიერი.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი დღეს თურქეთთან გამართა.

ასევე იხილეთ