left_sabechdi

იენს სტოლტენბერგი: პუტინის ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის მჭიდრო კავშირებს ავტორიტარულ სახელმწიფოებთან

ნატოში აცხადებენ, რომ ფხენიანში ვიზიტის დროს ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამას მხარდაჭერა გამოუცხადოს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„პუტინის ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის მჭიდრო კავშირებს ავტორიტარულ სახელმწიფოებთან – ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი და ირანი. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ უსაფრთხოება არ არის რეგიონული, გლობალურია. ის რაც ევროპაში ხდება, მნიშვნელოვანია აზიისთვის. აზიაში შექმნილი ვითარება კი მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ამის ნათელი მაგალითია უკრაინა, სადაც რუსეთის აგრესიულ ომს ირანი, ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი უწყობენ ხელს. ჩვენთვის შემაშფოთებელია ის ალბათობაც, რომ რუსეთმა შესაძლოა ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამას მხარდაჭერა გამოუცხადოს“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეაში ბოლო 24 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა.

ასევე იხილეთ