left_sabechdi

ლაშა დვალი: მოუთმენლად ველოდებით შემდეგ თამაშს, სადაც გვექნება გამარჯვების და შემდეგ რაუნდში გასვლის შანსი

“მოუთმენლად ველოდებით შემდეგ თამაშს, სადაც გვექნება გამარჯვების და შემდეგ რაუნდში გასვლის შანსი”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ლაშა დვალმა განაცხადა. ფეხბურთელმა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სადებიუტო შეხვედრაც შეაფასა.

„რთული თამაში იყო. პირველი 20 წუთი დავიწყეთ რთულად, შემდეგ მოვახერხეთ მომენტების შექმნა, თუმცა რეალიზება არ გამოგვივიდა. ფეხბურთია, ხდება. მოწინააღმდეგემ მოახერხა, ულამაზესი გოლები გაიტანეს, სამწუხაროდ“, – განაცხადა დვალმა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა და მძიმე ბრძოლაში თურქეთთან დამარცხდა. 25-ე წუთზე ანგარიში თურქებმა გახსნეს, ხოლო საქართველოს ნაკრებიდან გიორგი მიქაუტაძემ პირველი, ისტორიული გოლი 31-ე წუთზე გაიტანა და პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. თურქებმა ორი გოლის გატანა მატჩის მეორე ნახევარში შეძლეს, საბოლოოდ კი შეხვედრა ანგარიშით 3:1 დასრულდა. ევროპის ჩემპიონატზე მომდევნო შეხვედრას „ჯვაროსნები“ 22 ივნისს, ჰამბურგში გამართავენ, სადაც ჩეხეთს დაუპირისპირდებიან.

ასევე იხილეთ