left_sabechdi

გიორგი ქოჩორაშვილი: ძალიან ამაყი ვარ ჩემი გუნდით

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე თურქეთთან მატჩის შემდეგ გუნდის სადებიუტო შეხვედრა შეაფასა.

ვფიქრობ, დღეს მეტს ვიმსახურებდით. პირველ 15 წუთში ძალიან გაგვიჭირდა. მაგრამ ვიპოვეთ ჩვენს თავში ძალა, რომ წინ წავსულიყავით და გოლი გაგვეტანა. ძალიან ამაყი ვარ ჩემი გუნდით, ჩემი მეგობრებით, ჩემი ოჯახით.

ამ თამაშში ყველაფერი ჩავდეთ. მაგრამ არის კომპონენტები, რაშიც მათ გაუმართლათ, ჩვენ კი – არა. შევეცდებით, რომ ძალები აღვიდგინოთ და შემდეგი თამაშისთვის მზად ვიყოთ.

თურქეთის ნაკრებმა რა შთაბეჭდილება დატოვა? ვფიქრობ, თამაში სწორად იყო დაგეგმილი. მატჩის მსვლელობის დროს რაღაცების შეცვლა მოგვიხდა იმის მიხედვით, რომ თურქეთის ნაკრები მაღალ დონეზე თამაშობდა – მათ მაღალი კლასის მოთამაშეები ჰყავთ.

თურქეთთან თამაში წარსულს ჩაბარდა და შევეცდებით, რომ ეს ლაფსუსებიც წარსულს ჩავაბაროთ, ამ მარცხიდან რაღაც ვისწავლოთ და ჩეხეთთან პირველ გამარჯვებას მივაღწიოთ.

გახარებული ვარ, რომ დორტმუნდში ჩვენს საგულშემატკივროდ 10-15 ათასი გულშემატკივარი ჩამოვიდა. მათი ხმა გვესმოდა – თურქები მრავლად იყვნენ და რაღაც მომენტებში, მათმა ხმამ ჩვენებისას გადააჭარბა, მაგრამ მადლობა მათ, რომ ჩამოვიდნენ და ჩვენთან ერთად იყვნენ“, – განაცხადა ქოჩორაშვილმა.

 

ასევე იხილეთ