left_sabechdi

ამერიკელ ჯარისკაცს რუსეთში 4 წლამდე თავისუფლებას აღკვეთა მიუსაჯეს

რუსეთის სასამართლომ ამერიკელ ჯარისკაცს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ CNN რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს. მას ბრალი ედება ქურდობასა და მკვლელობის მუქარაში.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებული სასჯელს კოლონიაში მოიხდის.

„შტაბ-სერჟანტი გორფონ ბლექი მაისში დააკავეს აღმოსავლეთის ქალაქ ვლადივოსტოკში, სადაც ის, სავარაუდოდ, მეგობარი გოგონას სანახავად იყო ჩასული. დაკავებულს ბრალად ედება რუსეთში ვიზიტის დროს, მისგან 10 000 რუბლის (დაახლოებით 112 დოლარი) მოპარვა მას შემდეგ, რაც მანამდე გოგონას სამხრეთ კორეაში შეხვდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიების ცნობით, ბლექს აგრეთვე ბრალად ედება, კონფლიქტის დროს, დაზარალებულზე თავდასხმა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ამერიკელმა სამხედრომ არ აღიარა ქალის მკვლელობის მუქარა, თუმცა, ქურდობის ბრალდება „ნაწილობრივ აღიარა“.

ადვოკატის თქმით, განაჩენს გაასაჩივრებენ.

ასევე იხილეთ