left_sabechdi

ჩეხების მწვრთნელი: საქართველო მაღალი დონის გუნდია და ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. ამ თამაშისთვის 100 პროცენტით მზად უნდა ვიყოთ

ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფში თურქეთმა და პორტუგალიამ, შესაბამისად, საქართველოს და ჩეხეთს აჯობეს და 3-3 ქულა მოიპოვეს. ივან ჰაშეკის გუნდმა პორტუგალიასთან შეხვედრაში ანგარიში კი გახსნა, მაგრამ შემდეგ ჯერ ავტოგოლი გაიტანა, კომპენსირებულ დროში კი ფრანცისკო კონსეისაოს გამარჯვების გოლის გატანის შესაძლებლობა მისცა და საბოლოოდ 1:2 დამარცხდა.

F ჯგუფში მეორე ტურის შეხვედრები 22 ივნისს ჩატარდება. ჰამბურგში საქართველო და ჩეხეთი ითამაშებენ, ხოლო დორტმუნდში თურქეთისა და პორტუგალიის დაპირისპირება გაიმართება.

პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ ჩეხების მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა მომდევნო მეტოქე საქართველოს ნაკრებზეც ილაპარაკა:

„დაღონებულები ვართ იმის გამო, რომ გოლი კომპენსირებულ დროში გავუშვით. ძალები სწრაფად უნდა აღვიდგინოთ, ოთხი დღის შემდეგ გადამწყვეტი მატჩი გველოდება. თავი მაღლა უნდა ავწიოთ. რაღაცების გაუმჯობესება გვჭირდება, ეს არ იყო ჩვენი იდეალური გამოსვლა. უნდა ვაღიაროთ, რომ პორტუგალიელები უკეთესები იყვნენ და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს.

თურქეთი-საქართველოს მატჩის გარკვეულ მონაკვეთს ვუყურე, იყო იერიშები ორივე კართან. რა თქმა უნდა, ამ თამაშზე გვყავდნენ დამკვირვებლები. კარგად უნდა მოვემზადოთ. საქართველო მაღალი დონის გუნდია და ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. ამ თამაშისთვის 100 პროცენტით მზად უნდა ვიყოთ”. 

ასევე იხილეთ