left_sabechdi

BBC: ვილი სანიოლის გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და ბრწყინვალე ოსტატობა გამოავლინა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი თურქეთთან 1:3 დამარცხდა, თუმცა, უამრავი მომენტი ჰქონდა და ბევრჯერ შეეძლო ანგარიშის გათანაბრება. BBC-მ საქართველოს ნაკრების მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ ქართველები ბოლომდე იბრძოდნენ.

„საქართველო, რომელიც პირველად თამაშობდა ევროპის ჩემპიონატზე, ვაჟკაცურად იბრძოდა და ანგარიშის გათანაბრებასთანაც ახლოს იყო. ვილი სანიოლის გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და ბრწყინვალე ოსტატობა გამოავლინა, თუმცა, გიორგი ქოჩორაშვილმა ბოლო წუთებზე შექმნილი შანსი ვერ გამოიყენა და ბურთი ძელს მოარტყა. მატჩის ბოლოს მათ კიდევ ერთხელ მოარტყეს ბურთი ძელს, ხოლო ბუდუ ზივზივაძის დარტყმა სამეტ აქაიდინამ თავით დაბლოკა. საბოლოოდ, თურქეთმა გაიტანა, გიორგი მამარდაშვილი შეტევაში წავიდა და ქერემ აქტურქოღლუმ ცარიელ კარში გაიტანა”, – წერს BBC-ს ჟურნალისტი შარლოტ კოუტსი.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მომდევნო მატჩს 22 ივნისს გამართავს. ქართველების მეტოქე ჩეხეთის ნაკრები იქნება, რომელმაც პირველ ტურში პორტუგალიასთან დრამატულ ბრძოლაში დათმო შეხვედრა (1:2).

ასევე იხილეთ