left_sabechdi

დავით მათიკაშვილი: სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობა გულისხმობს ურთიერთობას, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მოსახლეობა თავისუფლად, შეზღუდვების გარეშე გადაადგილდება ამ ქვეყნებში

„სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობა გულისხმობს ურთიერთობას, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მოსახლეობა თავისუფლად, შეზღუდვების გარეშე გადაადგილდება ამ ქვეყნებში”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობა გულისხმობს ურთიერთობას, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მოსახლეობა თავისუფლად, შეზღუდვების გარეშე გადაადგილდება ამ ქვეყნებში და ეს დამოკიდებულება აისახება იმ სავიზო რეჟიმით, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს. ჩვენ ერთი მხრივ ვისმენთ შეერთებული შტატებისგან, სახელმწიფო დეპარტამენტისგან ერთგვარ სურვილებს, რომ ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და ეს პარტნიორობა გრძელდება ათწლეულების განმავლობაში, მეორეს მხრივ, გვაქვს სტატისტიკა, რომ ქვეყნები, რომლებიც შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ ურთიერთობებში არ არიან, მათ მოქალაქეებს ბევრად გამარტივებული რეჟიმი გააჩნიათ სავიზო მომსახურების, ვიდრე საქართველოს. ეს ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ამერიკის ელჩი ძლიერ პარტნიორობაზე საუბრობს, თუმცა ხელისუფლება ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს. ორმაგი სტანდარტი ეხება მათ შორის ვიზების საკითხს. ამერიკა საქართველოს, გასული წლის მონაცემებით აყენებს ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიცაა მაგალითად სუდანი, კონგო. ამავე მონაცემებით, ირკვევა, რომ ამერიკა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებსაც კი უფრო მარტივად აძლევს ვიზებს.

ასევე იხილეთ