left_sabechdi

ლევან კობიაშვილი: მადლობა ჩვენს ბიჭებს თავდაუზოგავი თამაშისთვის

„მადლობა გულშემატკივარს, რომელიც საკუთარ გუნდს ახლა უკვე გერმანიის ტრიბუნებიდან ამხნევებდა და მთელი მატჩის დროს მთელ სტადიონზე ისმოდა მათი შეძახილი”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი წერს:

„ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა.

უდიდეს საფეხბურთო ფორუმზე ჩვენი დროშა პირველად აფრიალდა და საქართველოს ჰიმნი პირველად გაჟღერდა.

მადლობა ჩვენს ბიჭებს თავდაუზოგავი თამაშისთვის.

მადლობა გულშემატკივარს, რომელიც საკუთარ გუნდს ახლა უკვე გერმანიის ტრიბუნებიდან ამხნევებდა და მთელი მატჩის დროს მთელ სტადიონზე ისმოდა მათი შეძახილი.

მართლაც ემოციური დღე იყო და წინ კიდევ უფრო მეტი წარმატება გველოდება”, – წერს ლევან კობიაშვილი. 

ასევე იხილეთ