left_sabechdi

გიორგი მამარდაშვილი: ამ თამაშში ყველამ დაინახა, რომ არასდროს დავნებდებით

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო გამოსვლას ეხმაურება.

როგორც მამარდაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ქართველმა ფეხბურთელებმა თურქეთთან დაპირისპირებისას დაამტკიცეს, რომ არასდროს დანებდებიან.

„სადებიუტო თამაში EURO-2024-ზე, რომელიც ყველას გვემახსოვრება. ვამაყობ ჩემი გუნდით და ჩემი ხალხით!თამაში, სადაც ყველამ დაინახა, რომ არასდროს დავნებდებით! მადლობა გვერდში დგომისთვის“, – წერს გიორგი მამარდაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოსა და თურქეთის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს 18 ივნისს დაუპირისპირდნენ. დაძაბული და სანახაობრივი მატჩი საბოლოოდ თურქების გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.

ასევე იხილეთ