left_sabechdi

ირაკლი ჩიქოვანი: მადლობა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრებს ღირსეული თამაშისთვის. წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება, წარმატებებს ვუსურვებ ეროვნულ ნაკრებსა და ჩვენს ქვეყანას

ირაკლი ჩიქოვანი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების დებიუტს ეხმიანება. შესაბამისი განცხადება თავდაცვის მინისტრმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.

„მადლობა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრებს ღირსეული თამაშისთვის! მადლობა იმისთვის, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დროშა პირველად აფრიალდა და სახელმწიფო ჰიმნი პირველად აჟღერდა. ყველამ ერთად ვნახეთ, თუ როგორი ღირსებით, პროფესიონალიზმით, მთელი გულითა და სულით იბრძოლა გამარჯვებისთვის ნაკრების თითოეულმა ფეხბურთელმა!

წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება, წარმატებებს ვუსურვებ ეროვნულ ნაკრებსა და ჩვენს ქვეყანას!“ – წერს ჩიქოვანი.

ასევე იხილეთ