leaderboard_below_slide
left_sabechdi

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინური ავიაკომპანია „SF Airlines“ სატვირთო რეისებს შეასრულებს

ჩინური სატვირთო ავიაკომპანია „SF Airlines“ 20 ივლისიდან ურუმჩი-თბილისის მიმართულებით სატვირთო რეისებს შეასრულებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „ტავ ჯორჯიასა“ და ავიაკომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

„SF Airlines“ სატვირთო რეისებს B757 ხომალდით კვირაში ერთი, ხოლო 24 აგვისტოდან ორი სიხშირით შეასრულებს.

„SF Airlines“ ჩინეთის უმსხვილესი ავიაკომპანიაა, რომელიც 80-ზე მეტი ხომალდით მთელ მსოფლიოში ოპერირებს.

ასევე იხილეთ