leaderboard_below_slide
left_sabechdi

ალექსანდრე იაშვილი: ყველას დავანახეთ, რომ ჩვენი ადგილი დიდ ტურნირზეა, შეგვიძლია კარგად თამაში

„ყველას დავანახეთ, რომ ჩვენი ადგილი დიდ ტურნირზეა, შეგვიძლია კარგად თამაში”, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს ასევე პასუხისმგებლობას ზრდის მეორე თამაშზე, იმიტომ, რომ ჩეხეთთანაც უკვე ყველა მეტს ელოდება ჩვენგან“, – აღნიშნა მან.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ოთარ კიტეიშვილის მდგომარეობას, ალექსანდრე იაშვილის თქმით, იგი ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

„ვარჯიშობს ინდივიდუალურად. ბევრად უკეთესად არის და დიდი იმედი გვაქვს, შემდეგი თამაშისთვის მზადყოფნაში იქნება“, – დასძინა ალექსანდრე იაშვილმა.

 

ასევე იხილეთ