გურამ მაჭარაშვილი: კითხვა მექნება ამერიკის ელჩთან – ხომ ერთი და იგივე სახელმწიფოზე ვსაუბრობთ – ჩინეთზე, სადაც მისი პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი ჩადიან და მეგობრობას უმტკიცებენ?
„კითხვა მექნება ამერიკის ელჩთან – ხომ ერთი და იგივე სახელმწიფოზე ვსაუბრობთ – ჩინეთზე, სადაც მისი პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი ჩადიან და მეგობრობას უმტკიცებენ?” – განაცხადა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
„ეს ასევე, ის ჩინეთია, რომლის სახელმწიფოს მეთაური ევროპაში ჩადის, შოლცი და მაკრონი ემეგობრებიან, შვეიცარიას სავაჭრო შეთანხმება აქვს, ასევე ამერიკა ცდილობს. თუ მისთვის ჩინეთი კომუნისტურია და მიუღებელია, მისი ქვეყნის მეთაური რატომ ჩადის და ცდილობს ურთიერთობის დამყარებას და ჩვენ ამას გვიშლის? აი, ეს არის ორმაგი მიდგომა, რაც არ გამოუვა არავის იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად დაინახა, ვინ არის მისი მეგობარი და რეალური პარტნიორი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.