leaderboard_below_slide
left_sabechdi

Geo Team: იტალიაში რომ ქართველების დიდ ნაწილს ადამიანებად უყურებენ, ეს ჩემი და თქვენი დამსახურება არაა

„იტალიაში რომ ქართველების დიდ ნაწილს ადამიანებად უყურებენ, ეს ჩემი და თქვენი დამსახურება არაა. ამაზე მე რომ ბევრი არ დავწერო, იქ მცხოვრები ემიგრანტები უფრო მეტს იტყვიან, ალბათ, კომენტარებში. ქართული ფეხბურთის სატრანსფერო ბაზარი რომ საინტერესო გახდა, ამაში ლომის წილი აქვს”, – ამის შესახებ Geo Team სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„ბევრი ვიფიქრე, საერთოდ ეს პოსტი დამეწერა თუ არა, თუმცა არის ხალხის დიდი ნაწილი, ვინც ფეხბურთის ყურება მართლა ბოლო პერიოდში და ძალიან გვიან დაიწყო, ვეცდები, რაღაცები სწორად გაიგოთ, რაზეც შეიძლება კითხვა გაგიჩნდეთ, ხალხის რაღაც ნაწილის კომენტარებიდან გამომდინარე.

რა გაუკეთებია ნაკრებისთვის? პასუხი: ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფი რომ გვეთამაშა, მანამდე ერთა ლიგის ჯგუფი უნდა მოგვეგო. ჩაატარა 6 მატჩი – 5 გოლი / 3 საგოლე პასი. საუკეთესო ფეხბურთელი ჯგუფურ ეტაპზე. ანუ რა გამოდის, მარტში რომ ის 2 ისტორიული მატჩი ვითამაშეთ, მისი როლი “ყოფილა რაღაც”.

რა გაუკეთებია ქვეყნისთვის? იტალიაში რომ ქართველების დიდ ნაწილს ადამიანებად უყურებენ, ეს ჩემი და თქვენი დამსახურება არაა. ამაზე მე რომ ბევრი არ დავწერო, იქ მცხოვრები ემიგრანტები უფრო მეტს იტყვიან ალბათ, კომენტარებში. ქართული ფეხბურთის სატრანსფერო ბაზარი რომ საინტერესო გახდა, ამაში ლომის წილი აქვს.

როდის ითამაშა ბოლოს ნაკრებში კარგად? ზუსტად 7 თვის წინ, ნოემბრის სანაკრებო პაუზაზე 2 მატჩი გვქონდა: შოტლანდიასთან და ესპანეთთან. ამ 2 გუნდს 3 გოლი გაუტანა, შოტლანდიასთან ქულა საშინაო მოედანზე პირადად წამოიღო.

კარგი თამაში ჰქონდა თურქეთთან? ცხადია არ იყო ის, რაც ხალხს მიაჩვია და რა თამასასაც ყოველდღიურად უწესებს საკუთარ თავს. ფეხბურთში ყველა მატჩს სტაბილურად ერთ დონეზე თითქმის ვერავინ თამაშობს. და კითხვაზე პასუხი, შეიძლებოდა თუ არა მწვრთნელს შეეცვალა, ცხადია შეეძლო, თუმცა ალბათ ფიქრობდა, რომ ბოლო წამსაც რაღაცის გაკეთება შეეძლო, რადგან ის ხვიჩა კვარაცხელიაა.

2016 წელს არგენტინის ნაკრების მთავარ პრობლემად გულშემატკივრის დიდ ნაწილს ლეო მესი მიაჩნდა. არ გეჩვენებათ რასაც ვწერ, ლეო მესი… ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი.

კრიტიკა აუცილებელია, საჭიროა, მამოძრავებელია ყველასთვის, თუმცა ეს პოსტი არ ეხებათ ადამიანებს, ვინც ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებში, საღი აზრით გამოთქვამენ პოზიციას.

და ბოლოს, Haters gonna Hate!” 

ასევე იხილეთ