leaderboard_below_slide
left_sabechdi

ჰერჩინსკი: ევროკავშირს ჩინეთთან ორმხრივად ხელსაყრელი ურთიერთობა აქვს, მას განვიხილავთ შეუცვლელ პარტნიორად გლობალურ არენაზე

„ჩინეთს განვიხილავთ შეუცვლელ პარტნიორად გლობალურ არენაზე, მაგრამ, ამავდროულად ვცდილობთ ჩვენი ეკონომიკა არ იყოს ჩინეთზე დამოკიდებული“, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირს ჩინეთთან ორმხრივად ხელსაყრელი ურთიერთობა აქვს.

„ევროკავშირს ჩინეთთან ორმხრივად ხელსაყრელი ურთიერთობა აქვს. ეს ურთიერთობა ვრცელდება ვაჭრობიდან კლიმატურ ცვლილებებამდე სხვადასხვა სფეროზე. ჩვენ ჩინეთს განვიხილავთ შეუცვლელ პარტნიორად გლობალურ არენაზე, მაგრამ, ამავდროულად ვცდილობთ ჩინეთის გავლენის რისკფაქტორების შემცირებას, რათა ჩვენი ეკონომიკა არ იყოს ჩინეთზე დამოკიდებული“, – აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი.

ასევე იხილეთ