left_sabechdi

რატი ბრეგაძე: საოცრად არის ასახული ამ ფოტოზე საქართველოს ემოცია. მადლობა ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობისთვის!

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველო-თურქეთის ისტორიულ თამაშს სოციალურ ქსელში ეხმიანება:

„საოცრად არის ასახული ამ ფოტოზე საქართველოს ემოცია.

მადლობა ფეხბურთელებს და ფედერაციას კობის ხელმძღვანელობით, რომ აგვიხდა დიდი ხნის ოცნება, გვეხილა ქართული დროშა უდიდეს საფეხბურთო დღესასწაულზე.

ფაქტი ერთია, ბრძოლა შედგა და გამოჩნდა დისციპლინა, ჟინი, შეუპოვრობა და გაწეული დიდი შრომის შედეგი.

ახალი ეტაპი დადგა, რომელიც კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას საჭიროებს. მონდომებით და გუნდური სულისკვეთებით შემდგომი ბარიერებიც წარმატებით გადაილახება.

არასოდეს დაგვიწყებოდეს ისტორია, ვიყოთ მადლიერები და გამარჯვება მოვა!

დღეს მთელმა ქვეყანამ ისეთივე დაღლილებმა გავიღვიძეთ, როგორც ფეხბურთელებმა, თუმცა მოვიდა ახალი, ძალიან დიდი ენერგია!

მადლობა ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობისთვის!” – წერს რატი ბრეგაძე.

ასევე იხილეთ