left_sabechdi

მიხეილ ყაველაშვილი: ბიჭებს დიდი მადლობა იმისთვის, რომ გუშინ მთელი მსოფლიო აალაპარაკეს

პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-თურქეთის თამაშს აფასებს. დეპუტატმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა. ყაველაშვილის თქმით, ნაკრების ფეხბურთელებმა უდიდესი შედეგი დადეს და ქვეყანა ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანეს.

დეპუტატი ამბობს, რომ წაგების მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა. მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანა წელს დებიუტანტი იყო, თუმცა მსოფლიომ დაინახა, რომ ქართულ ფეხბურთს დიდი პოტენციალი აქვს.

„ბიჭებს დიდი მადლობა იმისთვის, რომ გუშინ მთელი მსოფლიო აალაპარაკეს. მართლაც სასწაული ხდებოდა – ზოგმა კრიტიკა დაიწყო და მერე, გამოხმაურებები რომ ნახა გადააფასა. ნელ-ნელა დაიხვეწება რეალობის აღქმა და ჩვენი ბიჭების როლისა და შესაძლებლობების სწორად შეფასებას ვისწავლით, სურვილებისა და ემოციების მიუხედავად. შესაძლებელი იყო გადაგვერჩინა თამაში და არ წაგვეგო, თუმცა სანიოლის დავეთანხმები – გამოცდილებას თავისი როლი აქვს ამ ეიფორიიდან გამომდინარე, ვინაიდან პირველად მონაწილეობენ ევროპის ჩემპიონატში, პირველი თამაში იყო და ის პირველი 20 წუთიც ამას მიანიშნებდა. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ამ ფორმაციის ნაკრებში, რა თქმა უნდა, ბიჭები მაქსიმუმს აკეთებენ და უდიდესი შედეგი დადეს – ისინი ევროპის ჩემპიონატზე თამაშობენ. ქართულ ფეხბურთს დიდი პოტენციალი აქვს, უფრო მაგრად წარმოჩინდეს. ვიღაცებისთვის ახალი იყო საქართველო, დებიუტანტი, საერთოდ არ ენახა ჩვენი თამაში და გაუკვირდათ – თურმე რა მაგრად თამაშობენო. ჩვენ სხვა ამბიცია გვაქვს – ვიცით, რომ მეტი შეგვიძლია“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

ასევე იხილეთ