left_sabechdi

გია მურღულია: მარცხის შეგრძნება დაგვავიწყეს გუშინ ჩვენმა ბიჭებმა იმდენად ღირსეულად გამოიყურებოდნენ

„ფეხბურთი უბრალოდ სპორტი არ არის. მას აქვს ნებისმიერი სხვა სახეობისგან გამორჩეული, განსაკუთრებული პოტენციალი საზოგადოებაზე ზეგავლენის. რაც ხდება მოედანზე, ის ხდება ჩვენს ფიქრში, გულში, ცნობიერებაში. ის გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე, ამიტომ ჩვენთვის სულერთი არ არის რა ხდება მოედანზე”, – ამის შესახებ ფილოლოგიის დოქტორმა, გია მურღულიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„როდესაც ჩვენ ვხედავთ ერთიანობის ძლიერ იმპულსს, გაცნობიერებული მოქმედების, თავდადების, საკუთარი თავის წარმოჩენის, სამშობლოსთვის თავდადების, მისი ერთგულების, ეს ყველას სიამაყის გრძნობით გვავსებს. მარცხის შეგრძნება დაგვავიწყეს გუშინ ჩვენმა ბიჭებმა, იმდენად ღირსეულად გამოიყურებოდნენ. ეს იყო გუნდი. ჯერ ერთი, უნდა იყო გუნდი, რომ საერთოდ მოხვდე ევროპის ჩემპიონატზე. მეორე, უნდა იყო თანამედროვე გუნდი იმიტომ, რომ ფეხბურთი ვითარდება. ბოლო ათწლეულში ისე განვითარდა, რომ არც კი ვიცი სპორტის რომელი სახეობა განვითარდა ასე. ფეხბურთი დაემსგავსა ჭადრაკს იმიტომ, რომ ის მარტო მოქმედების კი არა, აზროვნების პრინციპებსაც ითვალისწინებს. იყო დრო და ეს დრო ძალიან დიდი ხნის წინ არ იყო, როდესაც ჩვენი ფეხბურთელები 2-3 პასს ზედიზედ ვერ აკეთებდნენ. გუნდი არ გვყავდა მაშინ ჩვენ. კი ვგულშემატკივრობდით და ყველაფერს ვუგულშემატკივრებთ, რასაც საქართველო ჰქვია. ამისთვის ვართ დაბადებულები იმიტომ, რომ გვიყვარს ჩვენი სამშობლო, მაგრამ ახლა ეს გულშემატკივრობა იმედიანია. მგონი საქართველოში ნელ-ნელა დაბრუნდება ის დრო, როდესაც ჩვენ არავისი არ გვეშინოდა. მე მახსოვს, როდესაც თბილისის დინამო თამაშობდა, ჩვენ არავისი არ გვეშინოდა“, – აღნიშნა მურღულიამ.

ასევე იხილეთ