left_sabechdi

Bleacher Report: ბოდიში მოგვითხოვია. თქვენი თამაშის შესახებ არაფერი ვიცოდით

არაერთმა ცნობილმა გამოცემამ საქართველოს ნაკრები ძალიან დადებითად დაახასიათა. გთავაზობთ რამდენიმე ცნობილი ვებგვერდის მოსაზრებებს ჩვენი ნაკრების და ზოგადად, შეხვედრის შესახებ.

Bleacher Report: „ბოდიში მოგვითხოვია. თქვენი თამაშის შესახებ არაფერი ვიცოდით“.
The Independent: „გაპატიებთ, თუ თურქეთისა და საქართველოს მატჩი წინასწარ ყველაზე ნაკლებ სანახაობრივ მატჩად შერაცხეთ. ბოლოს და ბოლოს, ამ გუნდების რეიტინგი ხომ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი იყო. თანაც საქართველოს ნაკრებს აქამდე არანაირი გამოცდილება ჰქონია. თუმცა თამაში? ეს რაღაც ფეხბურთს მიღმა იყო“.
New York Times: „თურქეთისა და საქართველოს მატჩმა ევრო 2024 ახალ დონეზე აიყვანა“.

DailyMail: „რამდენად წარმოუდგენელი იყო ეს მატჩი. ეს იყო ნამდვილი ბრძოლა ორ გუნდს შორის. სწორედ ამიტომ არის ეს ტურნირი ასეთი განსაკუთრებული, ის ყველასთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“.

The Guardian: „მოედანზე აბსოლუტური აჟიოტაჟი იყო. ეს ის გრძნობებია, რომელიც მხოლოდ ფეხბურთს შეუძლია გაგრძნობინოს. აი სპორტი! არაფერია ამის მსგავსი“.

Reuters: „საქართველომ სადებიუტო მატჩი წააგო, თუმცა გულშემატკივრების გული მოიგო. ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მატჩის გადამწყვეტ მომენტში მათ ბურთი ძელს გაარტყეს, რის შემდეგაც თურქეთმა ცარიელ კარში შეძლო გოლის გატანა“.

ასევე იხილეთ