top_leaderboard
left_sabechdi

კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ პროექტების განხორციელება დაიწყო

ზემო ხანდაკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კალოუბანში, სასაფლაომდე მისასვლელი გზის ბეტონის საფარის სამუშაოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომელსაც შპს „27 იანვარი“ აწარმოებს.

2024 წელს კასპის მუნიციპალიტეტს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 950 000 ლარი გამოეყო. თანხა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელზე განაწილდა.

განსახორციელებელი პროექტები მოსახლეობის გადაწყვეტილების საფუძველზე შეირჩა და წლის ბოლომდე დასრულდება.

ასევე იხილეთ