leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ქვილითაია: ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯებით, რათა გულშემატკივრები კმაყოფილები წავიდნენ სტადიონიდან

“მიუხედავად კარგი თამაშისა, დავმარცხდით და ბედნიერი ვერავინ იქნებოდა. თუმცა, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე, თურქეთის დონის გუნდთან მარცხის შემდეგ გაქვს შეგრძნება, რომ თამაში მოსაგები გქონდა და ბევრი მომენტი შექმენი, ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქვილითაიამ განაცხადა.

„ყველა ვთანხმდებით, რომ აქ ტურისტებად არ ვართ წამოსულები და გვსურს შედეგის მიღწევა. თუ ჯგუფიდან გასვლა გვინდა, ჩეხეთთან თამაში უნდა მოვიგოთ, რისთვისაც მზადება დღეს დავიწყეთ.

ბევრად ნაკლები იყო ქართველი გულშემატკივარი სტადიონზე, თუმცა ჩვენი ქომაგების გვერდში დგომა მთელი თამაშის განმავლობაში იგრძნობოდა. ბედნიერები ვართ, რომ ქართველი გულშემატკივარი ბოლომდე იხარჯება სტადიონზე. ჩვენც იგივეს შემოგთავაზებთ, რასაც აქამდეც ვაკეთებდით – ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯებით, რათა გულშემატკივრები კმაყოფილები წავიდნენ სტადიონიდან“, – აღნიშნა მან.

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ჰამბურგში ჩავა და დახურულ ვარჯიშს გამართავს. გუშინ ჩვენმა გუნდმა ვარჯიში ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე გაიარა. მორიგ მატჩს ევროპის ჩემპიონატზე ნაკრები 22 ივნისს, ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს.

ასევე იხილეთ