რუსეთის საგარეო უწყება: დასავლეთის ქვეყნები სამხრეთ კავკასიაში ღიად კონფრონტაციული ანტირუსული დღის წესრიგით მიდიან
“სამხრეთ კავკასიაში დასავლური დღის წესრიგი რეგიონის ქვეყნების ინტერესებს ყოველთვის არ შეესაბამება”, – ასე ეხმაურება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი პარიზსა და ერევანს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებას.
„არარეგიონული ძალები სამხრეთ კავკასიაში საკუთარი დღის წესრიგით მიდიან, რაც რბილად რომ ვთქვათ, ყოველთვის არ შეესაბამება რეგიონის სახელმწიფოების ინტერესებს. დღეს დასავლეთის ქვეყნები სამხრეთ კავკასიაში მიდიან ღიად კონფრონტაციული ანტირუსული დღის წესრიგით. მიგვაჩნია, რომ ეს ხელს არ შეუწყობს სტაბილურობას და უსაფრთხოებას ამიერკავკასიაში. მიგვაჩნია, რომ რეგიონული უსაფრთხოების ყველაზე ეფექტურად უზრუნველყოფა შესაძლებელია შესაბამისი რეგიონის სახელმწიფოების ძალისხმევით“, – განაცხადა გალუზინმა.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, სომხეთმა საფრანგეთთან ფრანგული CAESAR-ის თვითმავალი საარტილერიო დანადგარების შესაძენად კონტრაქტი გააფორმა.