რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო და საჰაერო დარტყმები განახორციელეს.
საერთო ჯამში, რუსმა სამხედროებმა სხვადასხვა ტიპის ცხრა რაკეტა და 27 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსეთის მხრიდან გაშვებული ცხრა რაკეტიდან ხუთი რაკეტა და ყველა “კამიკაძე” დრონი გაანადგურა.
რუსულმა მხარემ იერიში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე განახორციელა. თავდასხმის ძირითადი მიმართულებაა უკრაინის აღმოსავლეთი, კერძოდ, დნეპროპეტროვსკის რეგიონი.