leaderboard_below_slide
left_sabechdi

სამხრეთ კორეის საგარეო უწყება: ვწუხვართ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გაფორმებული შეთანხმების გამო

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის ლიდერების მიერ გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება სამწუხაროა, რადგან მასში ნახსენებია სამხედრო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობა, რომელიც არღვევს გაერო-ს რეზოლუციას.

„მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ გააფორმეს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება და საჯაროდ გამოაცხადეს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ, რაც პირდაპირ არღვევს გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას. ჩრდილოეთ კორეაში პუტინის ვიზიტის საერთო შედეგების ანალიზისა და შეფასების საფუძველზე, მკაცრად და მტკიცედ ვუპასუხებთ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის მოკავშირე ქვეყნების უსაფრთხოებას“, – აღნიშნა სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, ურთიერთდახმარების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

ასევე იხილეთ