“ვაშაძე რომ შეურაცხყოფას ვერ მიაყენებს კობახიძეს გასაგებია, მაგრამ შეურაცხყოფა მიყენა აუტისტურ სპექტრს, რისთვისაც ბოდიში აქვს მოსახდელი”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის „აუტისტად“ მოხსენიებას გამოეხმაურა.
„მე პირადად მივესალმები, რომ ვაშაძე იყოს გაერთიანებული ოპოზიციის ერთადერთი ლიდერი, იმიტომ, რომ ყველამ კარგად ვიცით მისი რესურსი და მისი მხარდაჭერა საქართველოს საზოგადოებაში. ის გახდება გაერთიანებული ოპოზიციის სახე. სახე ნგრევის, შეურაცხყოფის, უტიფრობის და ა.შ. მივესალმები, თუ ის იქნება გაერთიანებული ოპოზიციის პირველი ნომერი,” – განაცხადა მაჭარაშვილმა.