leaderboard_below_slide
left_sabechdi

„ლიბერთის“ „ტოპ|ქარდის“ და „ელიტ ელექტრონიქსის“ ერთობლივი აქცია დაიწყო

დღეიდან, „ლიბერთის“ „ტოპ|ქარდის“ მომხმარებლებისთვის „ელიტ ელექტრონიქსის“ ტექნიკის მაღაზიათა ქსელში აქცია დაიწყო. ერთობლივი აქციის ფარგლებში, 20 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, „ტოპ|ქარდით“ „ელიტ ელექტრონიქსში“ ნებისმიერი ტიპის პროდუქციის შეძენისას, შესაძლებელი იქნება გადახდილი თანხის 12 თვეზე უპროცენტოდ (ეფექტური 0%) გადანაწილება – შეძენილი ნივთის საფასურს არ დაემატება გადასახადი. 

12 თვეზე უპროცენტო გადანაწილების შეთავაზება ვრცელდება როგორც „ელიტ ელექტრონიქსის“ ფილიალებში, ასევე „ტოპ|ქარდით“ ონლაინ შეძენისას www.ee.ge -ზე. 

აქციით სარგებლობა შეუძლია როგორც „ტოპ|ქარდის“ არსებულ მომხმარებელს, ასევე მათ, ვინც აქციის პერიოდში აიღებს ბარათს – მომხმარებლებს, რომლებიც აქამდე არ სარგებლობდნენ ტოპ|ქარდით, მისი აღება შეუძლიათ როგორცლიბერთის“ ნებისმიერ ფილიალში, ასევე „ელიტ ელექტრონიქსში“ – „ლიბერთის“ განვადების მენეჯერებთან. ბარათის აღება შესაძლებელია დისტანციურადაც, ახალი ვებ გვერდის საშუალებითhttps://libertycredit.ge/ ან ინტერნეტ/მობაილ ბანკის საშუალებით ციფრული ბარათის სახით.

 

რა არის „ტოპ|ქარდი“: 

„ტოპ|ქარდი“ არის გადანაწილების/განვადების ბარათი. ბარათზე დამტკიცებული ლიმიტი შეგიძლია გამოიყენო ნებისმიერ სავაჭრო და მომსახურების ობიექტში, გაანაღდო, გადარიცხო, გადაიხადო კომუნალური გადასახადები და დახარჯული თანხა დაფარო ნაწილ-ნაწილ.

„ტოპ|ქარდი“ გაიცემა 18-დან 70 წლამდე ფიზიკურ პირზე, რომელსაც აქვს დადასტურებული შემოსავალი: ხელფასი, იჯარა, გზავნილი და ა.შ. ბარათის განაცხადის გაკეთება შეგიძლია ონლაინ, ჩვენს ვებ-გვერდზე, „ლიბერთის“ ფილიალებში, პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში განვადების მენეჯერებთან.

„ტოპ|ქარდის“ ლიმიტია 250 ლარიდან 15 000 ლარამდე. დამტკიცებული ლიმიტის ოდენობა დამოკიდებულია შენს შემოსავლებსა და საკრედიტო ისტორიაზე.

„ტოპ|ქარდის“ აღება უფასოა, ამასთან ბარათს არ აქვს წლიური მომსახურების საკომისიო.

ასევე იხილეთ