leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით მათიკაშვილი: დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა ოპოზიციის დამოკიდებულება უზენაესი სასამართლოსა და სასამართლო სისტემისადმი

“დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა ოპოზიციის დამოკიდებულება, ზოგადად, სასამართლოსადმი, უზენაესი სასამართლოსა და სასამართლო სისტემისადმი”, – ამის შესახებ განცხადება იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით მათიკაშვილმა ამავე კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

ეს წესი დავნერგეთ ჩვენ წლებია და საშუალებას აძლევს ყველა მხარეს მთელი საზოგადოების, ასე ვთქვათ, თვალწინ დასანახად კითხვები დაუსვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს. ამით, კიდევ ერთხელ არის მათი დამოკიდებულება როგორც ნიჰილისტური, ასევე, ზოგადად, დამოკიდებულება ნაჩვენები სასამართლოსადმი და იმ კანდიდატებისადმი, რომელთა შესახებ მსჯელობას როგორც კომიტეტი, ასევე სესია აწარმოებს“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამივე კანდიდატის მოსმენა უკვე დაასრულა. განხილვაში საპარლამენტო ოპოზიცია არ მონაწილეობდა. ვაკანტურ თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ასარჩევად წარდგენილი არიან: გიზო უბილავა, ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი.

ასევე იხილეთ