leaderboard_below_slide
left_sabechdi

სოზარ სუბარი: პარტიები ქმნიან ენჯეოებს, რომლებიც ფინანსდებიან სხვადასხვა დასავლური ფონდიდან, ეს არის საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა

“დიდი ხანია ვიცით, რომ პარტიები ქმნიან ენჯეოებს, რომლებიც ფინანსდებიან სხვადასხვა დასავლური ფონდიდან. ძალიან სამწუხაროა, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ფონდები არის სამთავრობო ფონდები, როგორიცაა „იუესაიდი“ თუ სხვადასხვა ევროპული ქვეყნების, ევროკავშირის ფონდები და ეს არის საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა, “- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, ფონდი, ქვეყანა, რომელიც ენჯეოებს აფინანსებს, არ სცემს პატივს საქართველოს კონსტიტუციას.

„ფონდი, ქვეყანა, რომელიც ამას აკეთებს პირდაპირ გვეუბნება, რომ ის არ სცემს პატივს საქართველოს კონსტიტუციას, სახელმწიფოს და საქართველო სახელმწიფო სუვერენიტეტს. ჩემმა კოლეგამ, დავით კაჭარავამ პარლამენტში დანიგანს ჰკითხა, როგორ უყურებს იმ ფაქტს, რომ ამერიკის მთავრობა „იუესაიდი“ თუ ამერიკის საელჩოს მეშვეობით აფინანსებს იმ ენჯეოების საქმიანობას, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ცდილობენ? აფინანსებს ტრენინგებს. შეხვედრა დახურული იყო, პასუხს არ ვიტყვი, მაგრამ პასუხი არ იყო დამაკმაყოფილებელი და არ იყო ის, რასაც მეგობრისგან უნდა ვისმენდეთ და ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, ისევე, როგორც მიუღებელია იმ ენჯეოების დაფინანსება, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ცდილობენ და ხშირ შემთხვევაში ეს გაცხადებულიც აქვთ, მათ შორის პროექტის მიზნებში“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ასევე იხილეთ