leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი მიქაუტაძის საბაზრო ღირებულება €6 მილიონით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ფრანგული „მეცის“ შემტევის, გიორგი მიქაუტაძის საბაზრო ღირებულება Transfermarkt-ზე 6 მილიონი ევროთი გაიზარდა და 15 მილიონ ევროს გაუტოლდა.

შეგახსენებთ, მიქაუტაძის საბაზრო ღირებულებამ €1-მილიონიან ნიშნულს 2020 წლის ოქტომბერში გადააბიჯა, როდესაც ფეხბურთელი ბელგიური „სერაინგის“ ღირსებას იცავდა. ის „მეციდან“ სწორედ ამ კლუბში იყო განათხოვრებული.

აღსანიშნავია, რომ ქართველ ფეხბურთელს „მეცის“ დატოვება და მომავალი სეზონიდან სხვა კლუბში კარიერის გაგრძელება აქვს გადაწყვეტილი. L’Équipe-ის ინფორმაციით, ეს კლუბი „მონაკო“ იქნება, რომელიც, გამოცემის ცნობით, მიქაუტაძის სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს გადახდაზეა თანახმა. გიორგის „მეცთან“ კონტრაქტი ოფიციალურად 30 ივნისს ეწურება.

ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძემ 2023-24 წლების სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში 20 შეხვედრა ჩაატარა, რომელთა განმავლობაში 13 გოლის გატანა და ოთხი საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

ასევე იხილეთ