leaderboard_below_slide
left_sabechdi

კალცონა კვარაზე: თუ ამ სამ კომპონენტს გამოასწორებს, ოქროს ბურთს მოიგებს

სლოვაკეთის ნაკრების 55 წლის მწვრთნელმა იტალიურ მედიასთან ქართველი ფეხბურთელის შესახებ ილაპარაკა…

ნაპოლის ყოფილმა და სლოვაკეთის ამჟამინდელმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ Corriere dello Sport-თან ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ლიდერზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

როგორც იცით, გასულ საკლუბო სეზონში “პარტენოპეის” მთავარი მწვრთნელი სამჯერ გამოუცვალეს. ლუჩანო სპალეტის წასვლის შემდეგ, ნეაპოლურ გუნდს რუდი გარსია ხელმძღვანელობდა, რომელიც ვალტერ მაძარიმ შეცვალა, ბოლოს კი, არასასურველი შედეგების გამო, ისიც გაათავისუფლეს და გუნდში სწორედ კალცონა მიიყვანეს.

„რა აკლია კვარაცხელიას? თქვენ ამას ამ ევროპის ჩემპიონატზეც ნახულობთ: ბევრი მაღალი დონის მოთამაშე აქტიურად და სისტემატურად მონაწილეობას იღებს ისეთ ფაზაში, როცა გუნდი ბურთს ვერ ფლობს. კვარა ამას იშვითად აკეთებს. მან ასევე კარგად უნდა ისწავლოს დარტყმა 30 მეტრზე ახლო დისტანციიდან და უფრო პროდუქტიული უნდა იყოს მოედნის ცენტრში. თუ ამ სამი რამის გამოსწორებას მოახერხებს, ოქროს ბურთსაც მოიგებს, დარწმუნებული ვარ”, – აღნიშნა კალცონამ.

აქვე ვიტყვით, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, ნაპოლიში ანტონიო კონტე დანიშნეს, რომელმაც კლუბთან სარეკორდო კონტრაქტი გააფორმა. ჯერჯერობით უცნობია, დარჩება თუ არა გუნდში კვარაცხელია. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაპოლის სპორტული დირექტორი, ჯოვანი მანა გერმანიაში ჩავა, სადაც ქართველ ფეხბურთელს და მის აგენტს პირადად შეხვდება.

ასევე იხილეთ