leaderboard_below_slide
left_sabechdi

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო მესამე ქვეყნებში/ქვეყნებიდან სანებართვო დოკუმენტაციის გაცემას იწყებს

სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 29 მაისის N199 ბრძანების  საფუძველზე, დამტკიცდა  ,,მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესი“. აღნიშნული წესის შესაბამისად, სააგენტო იწყებს მესამე ქვეყნებში/ქვეყნებიდან სანებართვო დოკუმენტაციის გაცემას.

ნებართვების განაწილების პროცესში  საქართველოში რეგისტრირებული გადამზიდველთა ასოციაციები მონაწილეობდნენ. ნებართვების განაწილება ასოციაციების წევრებს შორის დადგენილი წესის მიხედვით გამჭვირვალედ წარიმართა, სადაც სააგენტოს მიერ  გათვალისწინებული იქნა მათ მიერ წარმოდგენილ წევრთა რაოდენობები და მოთხოვნები.

ასოციაციების წევრთა შორის (1419  გადამზიდავი + 4318 ავტოსატრანსპორტო საშუალება) ნებართვების გაცემა  ასოციაცეიბის მიერ წარმოდგენილი ,, სანებართვო დოკუმენტის მსურველთა სიის’’ მიხედვით განხორციელდება. სიები გამოქვეყნდება სააგენტოს ოფიცილურ ვებ გვერდზე, სადაც მიეთითება ნებართვის მსურველის, რაოდენობის და სააგენტოს სერვის ცენტრის შესახებ ინფორმაცია. ნებართვის აღების მსურველებმა  აღნიშნულ სერვის ცენტრს დათქმულ ვადებში უნდა მიმართონ.

,,მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესის“ საფუძველზე სანებართვო დოკუმენტაციის განაწილების პროცესში მონაწილეობა შემდეგმა ასოციაციებმა მიიღეს:

1. საერთაშორისო სატრანსპორტო ასოციაცია 2020

2. საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაცია

3. საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაცია

ასოციაციებს შორის ნებართვების რაოდენობა მათში გაწევრიანებული სუბიექტების რაოდენობის  პროპორციულად გადანაწილდა:

1. საერთაშორისო სატრანსპორტო ასოციაცია 2020 – 19%

2. საქართველოს სამელეთო გადამზიდავთა ასოციაცია – 37%

3. საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაცია – 44%

ასევე იხილეთ