ლაშა გეგეჭკორი: კახიზე სიტყვას ვერავინ იტყვის, მხოლოდ 2023 წლის დეკლარაციით ქველმოქმედებაში 250 000 ლარი გაიღო. დაწერონ, ვაშაძემ რამდენი?!
„გიორგი ვაშაძის პარტიელის პოსტი ვნახე, რა დროს საათია-ბავშვებს შიათო. კახიზე სიტყვას ვერავინ იტყვის, მხოლოდ 2023 წლის დეკლარაციით ქველმოქმედებაში 250 000 ლარი გაიღო. დაწერონ, ვაშაძემ რამდენი?!” – ამის შესახებ მიუსაფარ ცხოველთა მართვის კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ მუნიციპალური თავშესაფრის ყოფილი უფროსი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„გიორგი ვაშაძის პარტიელის პოსტი ვნახე, რა დროს საათია-ბავშვებს შიათო.
კახიზე სიტყვას ვერავინ იტყვის, მხოლოდ 2023 წლის დეკლარაციით ქველმოქმედებაში 250 000 ლარი გაიღო.
დაწერონ, ვაშაძემ რამდენი?!
„მიხარია, რომ ცნობილ კომპანია “DiW”-სთან შედგა კოლაბორაცია და შეიქმნა საათი, რომლის დიზაინის შერჩევაში თვითონ მივიღე მონაწილეობა (Designa Individual).
მაშინაც კი, როდესაც კლუბ „მილანის” ფეხბურთელი ვიყავი და ამ კლუბთან ერთად დიდ საფეხბურთო ისტორიას ვწერდი, არც ერთი წუთით არ გამიწყვეტია კავშირი ჩემს ქვეყანასთან. ყველაფერი, რასაც მივაღწიე, როგორც ფეხბურთელმა, ჩემი საქართველოს დამსახურებაა.
„მილანთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგების დროსაც მე ვიყავი ქართველი.
სწორედ ეს არის ასახული ამ საკოლექციო მოდელში”, – კახი კალაძე.
საათი საქართველოს დროშისა და საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ფერებშია გადაწყვეტილი.
კორპუსის დიამეტრი 40 მილიმეტრია. მის უკანა მხარეს არსებულ მექანიზმში წარმოდგენილია ბურთის დიზაინი, რომლითაც კახა კალაძემ „მილანთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო”, – წერს ლაშა გეგეჭკორი.