leaderboard_below_slide
left_sabechdi

ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმდნენ

FILE PHOTO-European Union flags fly outside the?European?Commission headquarters in Brussels, Belgium, March 1, 2023.REUTERS/Johanna Geron

ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმდნენ, რომელიც გათხევადებული ბუნებრივი გაზის სექტორს შეეხება.

ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ევროკავშირის ელჩები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ სანქციების ძლიერ და არსებით მე-14 პაკეტზე შეთანხმდნენ. პაკეტი ითვალისწინებს ახალ მიზანმიმართულ ზომებს ამ დრომდე დაწესებული სანქციების ზემოქმედების მაქსიმალურად გაზრდის კუთხით, ასევე არსებული ხარვეზების აღმოფხვრას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

ასევე იხილეთ