გივი მიქანაძე ვაშაძის განცხადებაზე: ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არაფერი აქვს საზოგადოებისთვის სათქმელი
“განცხადება იყო, როგორც შეურაცხმყოფელი, ასევე დისკრიმინაციული ხასიათის”, – ასე შეაფასა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ გიორგი ვაშაძის განცხადება ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით.
„ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არაფერი აქვს საზოგადოებისთვის სათქმელი. ისინი პირდაპირ გადადიან შეურაცხყოფაზე, გადადიან ჩვენი საზოგადოების ძალიან სენსიტიური სეგმენტის დისკრიმინაციულ მოხსენიებაზე. როგორც ჩანს, ამ ტერმინოლოგიის შინაარსიც არ აქვთ გათავისებული. შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა მდგომარეობაშია დღევანდელი ოპოზიცია“, – განაცხადა მიქანაძემ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე „აუტისტად“ მოიხსენია.