left_sabechdi

გიორგი ქვილითაია: გვაქვს შეგრძნება, რომ თურქეთთან მოგება შეგვეძლო, ეს ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს

გიორგი ქვილითაიამ ფელბერტში საქართველოს ნაკრების ვარჯიშის დაწყებამდე ჩეხეთთან მატჩთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„კარგი თამაშის მიუხედავად, დავმარცხდით და შედეგით ბედნიერი ვერავინ იქნებოდა. როდესაც ევროპის ჩემპიონატზე თურქეთის დონის გუნდთან წაგების შემდეგ გაქვს შეგრძნება, რომ მოსაგები თამაში გქონდა, ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს.

ყველა ვთანხმდებით, რომ ევროპის ჩემპიონატზე შედეგის მიღწევა გვსურს. თუ ჯგუფიდან გასვლა გვინდა, ჩეხეთთან თამაში უნდა მოვიგოთ, რისთვისაც მზადება უკვე დავიწყეთ.

თურქებთნ შედარებით, ქართველი გულშემატკივარი სტადიონზე ბევრად ნაკლები იყო, თუმცა ჩვენი ქომაგების გვერდში დგომა მთელი თამაშის განმავლობაში იგრძნობოდა. ჩვენც იმავეს შევთავაზებთ მათ, რასაც აქამდე ვაკეთებდით – ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯებით, რომ ისინი სტადიონიდან კმაყოფილები წავიდნენ“.

ასევე იხილეთ