leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით მათიკაშვილი: ქვეყანას ეყოლება ის ხელისუფლება, რომელსაც საქართველოს საზოგადოება აირჩევს

“ქვეყანას ეყოლება ის ხელისუფლება, რომელსაც საქართველოს საზოგადოება აირჩევს საპარლამენტო არჩევნებზე, საქართველოში ომს, არეულობას ვერ ეღირსებიან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილი გამოეხმაურა საქართველოსა და უკრაინის გენერალური პროკურორების ყოფილი მოადგილის, დავით საყვარელიძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ ელოდება ქართული საზოგადოება ქართველი ზელენსკის გამოჩენას, ვიმედოვნებ, ეს ძალიან მალე მოხდება“.

„ნაციონალური მოძრაობა“ ვისაც ელოდება, ეს გასაგებია, ეს არის მსჯავრდებული და ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ციხეში ზის და კონსტიტუციის, სისხლის სამართლის კოდექსის და იმ განაჩენების თანახმად, რომლებიც მის მიმართ არის დამდგარი, აუცილებლად ბოლომდე დარჩება ამ დაწესებულებაში. რაც შეეხება რაიმე სხვა კონტექსტს, საზოგადოებამ კარგად იცის, საქართველოსთან მიმართებით როგორი მოლოდინი, სურვილები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის კონკრეტულ წარმომადგენლებს. მათ სურთ ომი, საქართველოს ჩართვა საომარ მოქმედებებში, სანქციების დაწესება რუსეთისთვის, ეკონომიკის ჩამოშლა, ქვეყანაში არეულობის და რევოლუციის მოწყობა. ამისთვის თუ იყო ნახსენები ეს ფრაზა, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტის გვარი გაჟღერდა, ამას ვერ ეღირსებიან. ქვეყანას ეყოლება ის ხელისუფლება, რომელსაც აირჩევს საქართველოს საზოგადოება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და არა ის პირები, ვინც სურს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“. ვისაც საქართველოში ცეცხლის დანთება, ომის ქარცეცხლი, სანქციები, ეკონომიკური კოლაფსი და ჩვენი ქვეყნისთვის ის შედეგი სურს, რომელსაც, სამწუხაროდ, უკრაინაში ვადევნებთ თვალს, ამას ვერ ეღირსება, რა კონტექსტიტაც არ უნდა იყოს ნათქვამი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ასევე იხილეთ