“ეკონომიკური სტიმულირება, მისი განვითარებისთვის ხელშეწყობა, ჩვენთვის პრიორიტეტულია, როდესაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ეკონომიკურ სივრცეებს ვავითარებთ, ამას პარტნიორულ ფარგლებში მხარი უნდა დაუჭირონ და პროცესში წვლილი შეიტანონ”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს გააძლიერებს. ამ თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყანა გეოგრაფიულად ისეთ ადგილმდებარეობაზეა, სადაც ისტორიულად ყოველთვის იყო სივრცე სხვადასხვა ქვეყნის შესაძლებლობების გამოყენების. აქედან გამომდინარე, ეს წაადგება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ჩვენ სწორედ ამით ვხელმძღვანელობთ – ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის ინტერესებით.
ეკონომიკური სტიმულირება, მისი განვითარებისთვის ხელშეწყობა ჩვენთვის არის პრიორიტეტული. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესშია და ამაზე ვინმემ კი არ უნდა იეჭვიანოს, როდესაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ეკონომიკურ სივრცეებს ვავითარებთ, არამედ მხარი უნდა დაუჭირონ და პარტნიორულ ფარგლებში ამ პროცესში წვლილი შეიტანონ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.