left_sabechdi

ევროკავშირმა და უკრაინამ ტვირთების ტრანსპორტირების ლიბერალიზაციის შესახებ შეთანხმება ერთი წლით გაახანგრძლივეს

“ევროკომისიამ და უკრაინამ ტვირთების ტრანსპორტირების ლიბერალიზაციის შესახებ შეთანხმება, რომელიც უკრაინული ტვირთის ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფლად შესვლის საშუალებას იძლევა, კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივეს”, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი იუწყება.

უკრაინამ და ევროკომისიამ ერთი წლით გაახანგრძლივეს შეთანხმება სატვირთო ტრანსპორტის ლიბერალიზაციის შესახებ, 2025 წლის ბოლომდე ავტომატური გახანგრძლივების შესაძლებლობით. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინის ევროკავშირის ზონაში ინტეგრაციის, უკრაინის ექსპორტისა და ევროკავშირის იმპორტის გაზრდისკენ, ეკონომიკისა და სტაბილურობის გაძლიერებისკენ“, – წერს შმიგალი სოციალურ ქსელ X-ში.

 

ასევე იხილეთ