left_sabechdi

დავით მათიკაშვილი: თუკი ურთიერთობები გაჯანსაღებაზეა საუბარი, ორივე მხარის მონაწილეობით უნდა მოხდეს ეს და მცდელობა არც შეერთებულმა შტატებმა უნდა დააკლოს

“სტრატეგიული ურთიერთობა გარკვეულ პარტნიორობაზე დაფუძნებულ, თანაბარ და ურთიერთპატივისცემით გამსჭვალულ ურთიერთობას გულისხმობს”, – ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ დღეს ეს ურთიერთობები გაჯანსაღებას საჭიროებს.

„ეს არის ორმაგი და სამმაგი სტანდარტი, რომელიც ნამდვილად არ შეეფერება პარტნიორულ სტრატეგიულ ურთიერთობას და თუკი გადახედვაზეა საუბარი, გაჯანსაღების კუთხით, რა თქმა უნდა, ორივე მხარის მონაწილეობით უნდა მოხდეს ეს და მცდელობა არ უნდა დააკლოს არც შეერთებულმა შტატებმა“, – მიიჩნევს მათიკაშვილი.

ასევე იხილეთ