left_sabechdi

ზურაბ ქადაგიძე: ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ამერიკას გაუჩნდა პრეტენზია არა იმიტომ, რომ ჩინური კომპანია დაინტერესდა პორტით, არამედ ამერიკა კარგავს კონტროლს სატვირთო გადაზიდვებზე

„საქართველო ხდება მსოფლიოს ცენტრალური ნაწილის ბრილიანტი, სადაც არის ევროპა – აზიის გზაჯვარედინი,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს საშუალება ეძლევა ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის საკითხში მთავარი როლი შეასრულოს.

„ხალხის ძალას“ განსაკუთრებული როლი აქვს ქართულ პოლიტიკაში და ის დღეს ქმნის პოლიტიკურ დღის წესრიგს. კარგად ვიცით. ჩვენი პარტიის განცხადებები როგორ ნდობას იწვევდა საზოგადოებაში და როგორ აღიქმებოდა.

ჩვენ დავიწყეთ საუბარი იმაზე, რომ დროა, გამოვიდეთ 30 წლის განმავლობაში შექმნილი ბურუსიდან, რადგან ახლა არის მომენტი, იქმნება ახალი მსოფლიო თამაშის წესები. განსაკუთრებული ეკონომიკური როლი, შუა დერეფნის თვალსაზრისით ენიჭება საქართველოს და საჭიროა მაქსიმალურად დავაღწიოთ თავი პოლიტიკურ კონიექტურებს.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ხდება მსოფლიოს ცენტრალური ნაწილის ბრილიანტი, სადაც არის ევროპა – აზიის გზაჯვარედინი. ამ გზაჯვარედინზე საქართველოს შეუძლია ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის საკითხში მთავარი როლი შეასრულოს. 

უკვე მოხდა უპრეცედენტო რამ – ჩინეთმა საქართველოს გავლით სახმელეთო ტვირთი გაატარა. ქვეყანას აქვს შესაძლებლობა ეკონომიკური სუვერენიტეტი მოიპოვოს და არ იყოს დამოკიდებული დოტაციაზე ან პოლიტიკურ ვნებაზე, რომელიც შეიძლება, რომ ეკონომიკაში გადახურდავდეს.

რაც შეეხება ანაკლიას. „ხალხის ძალა“ სვამს კითხვას – მთელი ექვსი წელი რას აკეთებდნენ ამერიკული ბიზნეს ინტელიგენცია ან აქაური “ამერიკანები”, რომლებიც ახლა ამბობენ – ჩვენ ამერიკასთან ახალ-ახალ შესაძლებლობებს ვხსნითო. რატომ ვერ მოახერხა ვერცერთმა ამერიკულმა კომპანიამ მოლაპარაკებების დონეზე მაინც დაინტერესებულიყო ანაკლიის თემით. რეალურად, მათ ამის სურვილიც არ ჰქონიათ. ახლა როცა საქართველოში უზარმაზარი ჩინური კომპანია შემოვიდა, განსაკუთრებული პირობებით  (51% უთმობს სახელმწიფოს და საქართველოს სახელმწიფოს როლი და წილი კოლოსალურად დიდია), გაუჩნდათ პრეტენზია და იმიტომ კი არა, რომ ჩინური კომპანია დაინტერესდა ანაკლიის პორტით? არა. ისინი კონტროლს კარგავენ და ამიტომ არ იციან, როგორ და რა უნდა გააკეთონ აქ,“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

ასევე იხილეთ