გურამ მაჭარაშვილი: მაშინ არ არის ჩინეთი დიქტატორული სახელმწიფო, როდესაც შეერთებულ შტატებში 35 მილიარდზე მეტი ჩინური ინვესტიციები ხორციელდება ყოველწლიურად?!
“მაშინ არ არის ჩინეთი დიქტატორული სახელმწიფო, როდესაც შეერთებულ შტატებში 35 მილიარდზე მეტი ჩინური ინვესტიციები ხორციელდება ყოველწლიურად?! ის შუა დერეფანი, რაზეც ვსაუბრობთ, იწყება ჩინეთიდან და ევროკავშირში გადის. შესაბამისად, ოპოზიციას სათქმელი არაფერი აქვს”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
წამყვანმა მაჭარაშვილს ჰკითხა, რას ფიქრობს ოპოზიციის განცხადებაზე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რომ ჩინური კომპანიის შემოყვანა, არ ექვემდებარება ცივილიზებული თამაშის წესებს თუ დასავლური წარმომადგენლობა ჩანაცვლდება რუსეთის მოკავშირე, ავტორიტარული რეჟიმით.
„ოპოზიცია არის აგონიაში. საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რაზე საუბრობს. რუსეთის მოკავშირე ჩინეთი არის ამერიკის მოკავშირე ჩინეთი, ევროკავშირის მოკავშირე ჩინეთი. ამას რატომ არ ახსენებენ?! შემთხვევით ანაკლიის პორტზე ხაზარაძის სიტყვები ხომ არ ახსენდებათ, რომელიც ჩინურ ინვესტიციებს აპირებდა და ეს საჯაროდ განაცხადა. მაშინ არ იყო ჩინეთი დიქტატორული სახელმწიფო?! მაშინ არ არის ჩინეთი დიქტატორული სახელმწიფო, როდესაც შეერთებულ შტატებში 35 მილიარდზე მეტი ჩინური ინვესტიციები ხორციელდება ყოველწლიურად?! ის შუა დერეფანი, რაზეც ვსაუბრობთ, იწყება ჩინეთიდან და ევროკავშირში გადის. შესაბამისად, ოპოზიციას სათქმელი არაფერი აქვს. ანაკლიის პორტის თემა პირდაპირ უკავშირდება „შუა დერეფნის“ როლის შესრულებას, სადაც საქართველო ერთ-ერთ უმთავრეს როლს ასრულებს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.