leaderboard_below_slide
left_sabechdi

კანადის სენატმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონი დაამტკიცა

კანადის სენატმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონი მიიღო.

7 მაისს, კანადის ფედერალურმა მთავრობამ წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიზანიც უცხოურ ჩარევასთან ბრძოლაა და რომელიც უცხოელ აგენტთა რეესტრის შექმნას ითვალისწინებს.

კანონმდებლობა კანადას უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის ახალ, თანამედროვე ინსტრუმენტებს აძლევს.

კანონში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოებმა და სხვა უცხოურმა სუბიექტებმა, რომლებიც პოლიტიკური მიზნების მიღწევას ცდილობენ, შეიძლება დაიქირავონ პირები, რათა მათ იმოქმედონ მათი სახელით, თუმცა ამ კავშირების გამჟღავნების გარეშე.

უცხოელ აგენტთა რეესტრის შექმნა კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრიუდოს დაპირება იყო, რომელიც მან შარშან დადო, მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია კანადის არჩევნებში ჩინეთის ჩარევის მცდელობის შესახებ.

ასევე იხილეთ