left_sabechdi

დავით ჩიხელიძე: კანადის სენატმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიიღო, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ არ არსებობს ე.წ. რუსული კანონი

კანადის სენატმა, საქართველოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მართებულობა დაადასტურა! – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე, კანადის სენატის მიერ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის ანგარიშვალდებულების შესახებ კანონის დამტკიცებას.

როგორც ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს, კანადის სენატის გადაწყვეტილებამ, “გამჭვირვალობის კანონის” მოწინააღმდეგეებს ცივი წყალი გადაასხა, ვინაიდან დადასტურდა, რომ ბევრი ქვეყანა ხედავს გარე საფრთხეებს, რომლის პრევენცია და სუვერენიტეტის დაცვა აუცილებელია.

“კანადის სენატმა, საქართველოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მართებულობა დაადასტურა!

კანადის სენატმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონი მიიღო, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ არ არსებობს ე.წ. რუსული კანონი, არსებობს ეროვნული ინტერესების დაცვის აუცილებლობით გამოწვეული კანონი, რომელიც ჩვენ შემთხვევაში ქართულია, კანადის შემთხვევაში კანადური და ა.შ.

კანადის სენატის გადაწყვეტილებამ, გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეებს ცივი წყალი გადაასხა, რადგან მათ კანონის გაპროტესტების უკანასკნელი შანსი წაართვა, ვერავინ იტყვის, რომ კანადა რუსეთის გავლენის ქვეშ არის, ან დემოკრატიის დაბალი ხარისხი აქვს. მაშინ რასთან გვაქვს საქმე? რატომ მიიღო კანადამ მსგავსი კანონი? მიზეზი მარტივია, დღეს მრავალი ქვეყანა ხედავს იმ გარე საფრთხეებს, რომელიც მათი ქვეყნისკენ არის მიმართული, კანონი კი მომდინარე საფრთხის პრევენციის და სუვერენიტეტის დაცვის მიზნით მიიღება. აღნიშნული კანონის მიღება კიდევ მრავალ ქვეყანაში მოხდება, რადგან მას ალტერნატივა არ გააჩნია!” – წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე იხილეთ